ბერლინსა და ლონდონში ჩატარდა ფლეშმობი "დღე შარვლის გარეშე"

გამოწერა

ყოველწლიური ფლეშმობი "დღე შარვლის გარეშე" ჩატარდა ბერლინსა და ლონდონში. აქციის მონაწილეები შარვლების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქუჩებსა და მეტროს სადგურებზე.

მსგავსი აქცია პირველად 2002 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. ერთი დღის უშარვლოდ გატარების იდეა შემდგომში ევროპის 60 ქვეყანაში გავრცელდა. პირველ "უშარვლოდ გატარებულ დღეს" აქციაში მონაწილეობა სულ შვიდმა ადამიანმა მიიღო, ახლა აქტივისტთა შორის უკვე დაახლოებით 4 ათასი ადამიანია.

ფლეშმობის იდეა ისაა, რომ მონაწილეები არ იცვამენ კაბას ან შარვალს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მხოლოდ ზედა სამოსი და საცვლები აცვიათ.

როგორც ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანი მგზავრების გამხიარულებაა, განწყობის ამაღლება საკუთარი თავისთვის და ირგვლივ მყოფთათვის, ასევე ყოველდღიური რუტინის გაქარვება.

"ეს უბრალოდ სახალისო სისულელეა", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ყველა ახალი ამბავი
0