საჩუქრები ჯარიმების ნაცვლად: პოლიციამ ავტომობილისტებს ახალი წელი მიულოცა

გამოწერა

საპატრულო პოლიცია თბილისისა და ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში მანქანებს აჩერებდა და მძღოლებს ახალ წელს ულოცავდა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორი სიურპრიზი მოუწყო პოლიციამ ავტომობილისტებს.

საქართველოში ახალი წლის პირველ დღეებში საპატრულო პოლიცია სადღესასწაულო აქციას ატარებს — ისინი მანქანებს აჩერებენ და საბუთების შემოწმების ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მძღოლებს კანფეტებს და სიმბოლურ სუვენირებს ჩუქნიან.

საპასუხოდ მძღოლებიც ულოცავენ პოლიციას ახალ 2017 წელს.

აქციის ფარგლებში საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით უკვე 500-ზე მეტ მძღოლს მიულოცა ახალი წელი.

ყველა ახალი ამბავი
0