თბილისში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პირველი საერთაშორისო ღია თასმა სტარტი აიღო.. ფესტივალზე 14 ქვეყნის 400 ინტელექტუალი შეიკრიბა. იხილეთ სტარტის ამსახველი Sputnik-ის ვიდეოკადრები.
უძლიერესის წოდებისთვის წელს იბრძოლებენ გუნდები ისრაელიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან დ სხვა ქვეყნებიდან.
ფესტივალზე საქართველოს სახელს 25 გუნდი იცავს თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან და სხვა ქალაქებიდან. დავით რაფავას გუნდი ტურნირის ოფიციალური ფავორიტია.
თასის გამარჯვებული მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატის საგზურს მიიღებს, რომელიც სომხეთში, ცახკაძორში 2016 წლის 11-13 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების ყველა გუნდი საჩუქრად მიიღებს წიგნს ქართული სამზარეულოს შესახებ, ასევე ქართულ ღვინოსა და კონიაკს.
ღია თასის თამაშები თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ტარდება.