ბერლინის კედელი — ერთი ქვეყნის ორად გამყოფი ნაგებობა

გამოწერა

1961 წლის 13 აგვისტოს დილას ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილის მცხოვრებლებს ძრწოლვა მოჰგვარა ფაქტმა, რომ ისინი მშობლიური ქალაქის მეორე ნაწილისგან სამუდამოდ მოწყვეტილები აღმოჩნდნენ… 

ასე დაიწყო თითქმის ოცდაათწლიანი გერმანული ტრაგედია.

ამით არა მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი სახელმწიფო აღმოჩნდა გაყოფილი აღმოსავლეთ, ანუ გერმანიის დემოკრატიულ და დასავლეთ, ანუ გერმანიის ფედერაციულ ერესპუბლიკებად.

სწორედ 1961 წლის 13 აგვისტოს დილას დაიკეტა დასავლეთ ბერლინთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები და მეტროს ხაზები, ხოლო კედლის გაყოლებაზე მავთულხლართები გაიბა. კედლის მშენებლობა ორი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს დაიწყო ბეტონის ბლოკებისგან.

ბერლინელები, რომლებსაც „სოციალისტურ სამოთხეში“ დარჩენის არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, ვერც თხრილებმა შეაჩერა, ვერც 14 სანტიმეტრიანმა წვერმახვილმა ფოლადის ეკლებმა, ვერც მავთულხლართებში გატარებულმა დენმა და ვერც პირდაპირი სროლის მუქარამ.

5075 ადამიანმა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეძლო აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში  გადასვლა: ვინ — 145 მეტრიანი გვირაბით, ვინ — დელტაპლანებითა და საჰაერო ბურთებით, ვინ — სახლებს შორის გაჭიმული ბაგირებით და ვინ კიდევ — ბულდოზერებით.

რუსეთის მონაცემებით, ამ დროს 192 გერმანელი დაიღუპა, 200-მდე კაცი დაიჭრა, 3 ათასზე მეტი კი დააპატიმრეს…

1987 წლის 12 ივლისს, ბერლინის დაარსებიდან 750 წლის თავზე, აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ბრანდენბურგის ჭიშკართან სიტყვით გამოსვლისას, საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს მიმართა:

„ბატონო გორბაჩოვო, შეხსენით ეს კარიბჭე! ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი!“

1989 წელს გორბაჩოვი გერმანიაშ ჩავიდა და გაჯიუტებულ ერიკ ჰონეკერს — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს აუხსნა, რომ მოსკოვის მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა…

მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ავსტრიის საზღვართან საკუთარი სიმაგრეები გააუქმა, გერმანიის დემოკრატული რესპუბლიკა სამ დღეში 15 ათასმა კაცმა დატოვა — ისინი, უბრალოდ, გაიქცნენ სოციალისტური ქვეყნიდან.

ერიკ ჰონეკერი და მისი თანამებრძოლები თანამდებობდან გადააყენეს…

1989 წლის 9 ნოემბრის 19 საათსა და 34 წუთზე ქვეყნიდან გასვლის მსურველებისთვის ახალი წესები გაახმოვანეს, რომლებიც ძალაში იმავე ღამის 00 საათსა და 55 წუთზე შევიდა…

ამ დღიდან 11 თვის შემდეგ, ქვეყანამ სახელწოდებით გერმანიის დემოკრატყული რესპუბლიკა, არსებობა შეწყვიტა.

ბერლინის კედელი დაეცა. ის მთლიანად დაანგრიეს. ისტორიას მხოლოდ მისი მცირე ნაწილი — 1 კმ და 300 მ შემოუნახეს.

ყველა ახალი ამბავი
0