(1:02 / 6.88Mb / просмотров видео: 1319)

თავდასხმა ლონდონში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

18
(განახლებულია 15:50 04.08.2016)

ლონდონის პოლიცია რასელ-სკვერზე საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, სადაც მამაკაცი დანით ხელში მოქალაქეებს დაესხა თავს. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არანაკლებ ხუთი კი დაშავდა. იხილეთ ვიდეოკადრები. 

შემთხვევის ადგილზე, რომელიც ოთხშაბათს, 22:30 საათზე მოხდა, დაახლოებით ექვსი ადამიანი იპოვეს, იუწყება ადგილობრივი პოლიცია.

დასტურდება, რომ ერთ-ერთი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

თავდამსხმელი დაკავებულია. ის 19 წლისაა და ამჟამად საგამოძიებო იზოლატორის საავადმყოფოშია მოთავსებული. სავარაუდო ინფორმაციით, ის ფსიქიურად გაუწონასწორებელია.

„სავარაუდო მონაცემებით, მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი ფაქტორი სულიერი აშლილობა გახდა, რაც გამოძიების ძირითადი ხაზია“, — აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა.

პოლიცია, პირველ ყოვლისა, ტერორიზმის ვერსია განიხილავს.

ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

18
თემაზე
ბათუმი - ერთი ნახვით სიყვარული
მომღერალი პატრული ინტერნეტს იპყრობს
საქართველოში "მის ბიკინი 2016"-ის გამარჯვებული გამოავლინეს
კრისტინა აგილერამ საქართველოში გრანდიოზული შოუ გამართა