ქართველმა ოლიმპიელებმა გამარჯვებით დაბრუნების პირობა დადეს

გამოწერა

თბილისის „ოლიმპიურ პარკში“ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ბრაზილიაში გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე ოლიმპიური ფიცი 39-მა ქ ართველმა სპორტსმენმა დადო, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში იასპარეზებენ და რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ფიცის ტექსტი საქართველოს 2015 წლის სპორტსმენმა, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წაიკითხა.

გაცილების ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0