(0:10 / 1.05Mb / просмотров видео: 597)

კაპიტოლიუმის დამთვალიერებლებში მომხდარმა ინციდენტმა პანიკა გამოიწვია

9
(განახლებულია 23:42 01.04.2016)

ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა საკონტროლო-გამშვებ ცენტრში ატეხილმა სროლამ პანიკა გამოიწვია. იხილეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები.

მამაკაცს, რომელმაც ვაშინგტონში,  კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში სროლა ატეხა, იარაღის გამოყენებით თავდასხმასა და  პოლიციელზე შეიარაღებულ თავდასხმის მუხლით ბრალი წაუყენეს, იტყობინება Washington Post-ი.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი 66 წლის ლარი დოუსონია ტენესიდან. იგი ხშირად მიდიოდა კაპიტოლიუმის გორაკზე და იქ საპროტესტო აქციებს აწყობდა. ოქტომბერში პოლიციას უკვე ჰყავდა დაკავებული დოუსონი, მაშინ, როცა ის ცდილობდა წარმომადგენელთა პალატის სხდომის ჩაშლას შეძახილით „ღვთის წინასწარმეტყველი“. მოგვიანებით სასამართლომ მას კონგრესში გამოჩენა აუკრძალა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:40 სთ-ზე მოხდა. უცნობმა მამაკაცმა შენობის შესასვლელში მეტალოდეტექტორის თაღში გავლის შემდეგ, იარაღი ამოიღო და პოლიციელს დაუმიზნა. საპასუხოდ, წესრიგის დამცველებმა ცეცხლი გახსნეს და დამნაშავე დაიჭირეს, ამ დროს დაშავდა გვერდით მდგომი ერთი ქალბატონი.

9
თემაზე
მაკოვეცკი: იმედი მაქვს, როგორც ადამიანი, ქართველმა მაყურებელმა უკეთესად გამიცნო
თვითმფრინავის პილოტებმა ასტანის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელეს
თბილისში გამართულმა ჩემპიონატმა ძიუდოში მთელი მსოფლიოს სპორტსმენები შეკრიბა
ბრიუსელში მეტრო "მალბეკსა" და რკინიგზის სადგურზე გაძლიერებული პატრულირებაა