თბილისში უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

გამოწერა

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებული ჯგუფის „ეს შენ გეხება" ინიციატივით შაბათს თბილისში, ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიამდე საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.იხილეთ Sputnik-ის ვიდეო.

დაახლოებით სამასმა ადამიანმა, რომელთა შორისაც იყვნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ხელოვნების მოღვაწეები, თბილისის ცენტრში, ფილარმონიიდან მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობა მოაწყო, რათა პირად ცხოვრებაზე უკანონო თვალთვალი გაეპროტესტებინათ. აქციის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფი „ეს შენ გეხება“.

თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
თბილისში პირად ცხოვრებაში ჩარევა გააპროტესტეს

პროტესტი გასულ კვირაში პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეოკადრების ინტერნეტით გავრცელებას მოჰყვა, რომლის ერთ–ერთი მონაწილე პირი, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი ქალბატონი იყო. ამ კვირის დასაწყისში კი კიდევ ერთი ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც მონაწილეთა სახეები დაფარული იყო, თუმცა შეიცავდა მუქარას, რომ ავტორი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ინტიმური ცხოვრების ამსახველ კადრებს კიდევ გამოამზეურებდა. ორივე ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველი ორგანოებისგან ფაქტების სწრაფი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0