(0:50 / 5.29Mb / просмотров видео: 479)

რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავები სირიაში "ჰმეიმის" აეროპორტს ტოვებენ

18
(განახლებულია 23:06 15.03.2016)

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიიდან საავიაციო  დაჯგუფების გამოყვანა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაბამისი ბრძანების შემდეგ დაიწყო.  იხილეთ კადრები  „ჰმეიმის“ აეროპორტიდან, საიდანაც სამხედრო კამპანიაში მონაწილე თვითმფრინავები ტოვებენ ავიაბაზას.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები სირიას ტოვებენ. რუსული სამხედრო დაჯგუფებების სირიის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება სამშაბათს გასცა. როგორც მან აღნიშნა, რუსული ავიაციის წინაშე მდგარი დავალებები შესრულებულია.

სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაცია, სადაც 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობის, 5,5 თვე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, შესაძლებელი გახდა ტერორისტებისთვის იარაღისა და  ტყვია-წამლით მომარაგების უზრუნველყოფისთვის ხელის შეშლა, გადაიკეტა ნავთობის, ბოევიკებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ძირითადი გზები. 

27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. შერიგების პროცესი არ ვრცელდება „ისლამურ სახელმწიფოზე“, „ჯაბატ ან-ნუსრუსა“ („ალ-ქაიდას“ სირიული ქვედანაყოფი) და სხვა ფორმირებებზე, რომლებიც გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ტერორისტულ დაჯგუფებებად აღიარა.


18
თემაზე
ამოცანა მთლიანობაში შესრულებულია - პუტინმა სირიიდან სამხედრო ძალების გამოყვანა ბრძანა
ნინო ანანიაშვილის „ლეკური"
დაუვიწყარი მთაგორიანი სვანეთი
თბილისში სხვადასხვა ჯიშის საუკეთესო ძაღლები გამოავლინეს