თბილისში სხვადასხვა ჯიშის საუკეთესო ძაღლები გამოავლინეს

გამოწერა

თბილისში გამართულ ძაღლების საერთაშორისო გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია იყო, დაახლოებით 80-მდე ჯიშის ძაღლმა მიიღო მონაწილეობა. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით იხილეთ გამოფენის ამსახველი კადრები.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ჩოგბურთის დახურული კორტები უქმეებზე უჩვეულო სტუმრებით — სხვადასხვა ჯიშისა და ზომის ძაღლებით იყო სავსე.

წელს პირველად ძაღლების საერთაშორისო გამოფენა თებერვლის ნაცვლად,  მარტში გაიმართა.  მიმდინარე წელს ძაღლების შვიდი გამოფენის გამართვაა დაგეგმილი, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს კინოლოგიური ფედერაციაა. - Sputnik საქართველო
ადამიანის მეგობრები - თბილისში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

თბილისში ორი დღის განმავლობაში ძაღლების ყველა ჯიშის საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI გაიმართა, რომელიც ორი დამოუკიდებელი ეტაპისგან შედგებოდა — "Georgian Spring 2016" და "Tbilisi Challenge 2016". გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს „წარმომადგენელი“ ძაღლების გარდა, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან ჩამოყვანილმა ძაღლებმაც მიიღეს. ძაღლებს უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები აფასებდნენ.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში: „ბეიბი“, „ლეკვები“, „იუნიორები“ და „ვეტერანები“. გარდა ამისა, დასახელდნენ ნომინაცია „ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლის“ მფლობელებიც. ყველა გამარჯვებულს სხვადასხვა თასები, ტიტულები და საერთაშორისო სერტიფიკატები  გადაეცა.

კავკასიური ნაგაზისა და ქართული მთის ჯიშის წარმომადგენლებისთვის ცალკე რინგი იყო გამოყოფილი. სპეციალურად ამ ჯიშის ძაღლებისთვის CAC-FCG-ის მონოჯიშიანი გამოფენა "თართი 2016" გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0