თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი განახლებული იერით

გამოწერა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ისტორიული ინტერიერი და ფარდა განაახლეს. თეატრის რეაბილიტაცია, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკვე დასრულდა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნა, რომელიც 30 იანვარს გაიმართება, სადღესასწაულო ღონისძიებების კვირეულით აღინიშნება. 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის საზეიმო კვირეული იწყება

კვირეულის ფარგლებში 27 იანვარს ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებული ფილმის — „შედევრის გაცოცხლება“ — პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილი ორიგინალური ესკიზის მიხედვით აღადგინეს. 26 იანვარს კი ფოტოგამოფენა „ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი  რეაბილიტაციამდე და შემდეგ“ გაიმართება.

თეატრი 30 იანვარს ზაქარია ფალიშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერით“ საზეიმოდ გაიხსნება. დამდგმელი რეჟისორია გიზო ჟორდანია. წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი შეასრულებენ.

საზეიმო კვირეულის სტუმრებს ასევე ელოდებათ თეატრის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფოტოექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები.

 

ყველა ახალი ამბავი
0