თბილისში მკითხველებს ქართული, რუსული და ინგლისური წიგნები წარმოუდგინეს

გამოწერა

საერთაშორისო გამოფენა–ფესტივალი "თბილისის წიგნის დღეები" გაიხსნა საქართველოს დედაქალაქში, საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია".

გამოფენის ფარგლებში ტარდება მასტერ–კლასები და ვორქ–შოპები, მკითხველებთან შეხვედრები, ტარდება წიგნების იარმარკა, საგამოფენო ცენტრის რამდენიმე პავილიონში წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც.

როგორც გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, პირველ რიგში ის მიმართულია ბავშვებისკენ, რომლებსაც ესაჭიროებათ წიგნებისა და კითხვისადმი ინტერესის ამაღლება. წიგნების გამოფენა, რომელიც წელს უკვე მეორეჯერ ტარდება, საგამოფენო ცენტრის 5 პავილიონს იკავებს ერთდროულად.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება წიგნები სხვადასხვა ენებზე – როგორც ქართულ, ისე რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0