ასადმა პუტინთან შეხვედრისას რუსეთს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სირიის პრეიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა, რომელიც სამშაბატს ჩაფრინდა მოსკოვში. პრეზიდენტებმა სირიასი არსებული სიტუაცია და საერთაშორისო ტერორიზმტან ბრძოლი საკითხები განიხილეს. 

ასადმა და პუინმა ტერორიზმთან ბრძოლასა და იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც სირიაში რუსეთის შეტევითი ოპერაციის გაგრძელებას უკავშირდება.  ასადმა პუტინს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მის პერსპექტივებსა და გეგმებზე და მადლობა გადაუხადა პუტინს ტერორიზმთან ბრძოლაში არმოჩენილი დახმარებისთვის. 

„მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის მთელ ხელმძღვანელობასა და რუს ხალხს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი სირიას უწევენ“, — თქვა ასადმა.  

პუტინმა და ასადმა ჯერ ვიწრო წრეში გამართეს მოლაპარაკება, ხოლო შემდეგ დელეგაციის თანდასწრებით. გაფართოებულ შემადგენლობაში პრეზიდენტებს შეუერთდნენ პრემიერ–მინისტრი დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეტა მინისტრი სერგეი ლავროვი,თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. 

მოლაპარაკებებზე აღინიშნა, რომ სირიაში ტერორიზმზე გაიმარჯვებენ, ხოლო სამხედრო მოქმედებების შემდეგ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ არაბულ სახელმწიფოში ხანგრძლივი დარეგულირება მხოლოდ პოლიტიკური პროცესითაა შესაძლებელი. 

რუსეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით 30 სექტემბერს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა 750 დარტყმა განახორციელეს და გაანადგურეს რამდენიემასეული ბოევიკი, მართვის ათობით პუნქტი, საწყობები და ტერორისტთა სხვა ობიექტები. ამას გარდა, 26 ფრთოსანი რაკეტა 

ყველა ახალი ამბავი
0