არეულობები საფრანგეთის ქალაქ მუარანში: დამწვარი ავტომანქანები და ნაგვის გროვები

გამოწერა

მეხანძრეებმა და მუშებმა ქალაქ მუარანში ბოშების მიერ მოწყობილი არეულობის შედეგების ლიკვიდაცია მოახდინეს. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ციხიდან ორი პატიმრის სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად გათავისუფლებაზე უარი თქვა.

დაახლოებით ასი ბოშისგან შემდგარმა ჯგუფმა საფრანგეთის ქალაქ მუარანში სამშაბათს არეულობა მოაწყო. ჯოხებითა და არმატურებით შეიარაღებული ბოშები ქალაქის ვაგზლის მიდამოებში ავტომობილებს წვავდნენ და ახლომდებარე შენობებს ესხმოდნენ თავს. ისინი თავიანთი დიასპორის ორი წარმომადგენლის ციხიდან დროებით გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომლებსაც გატაცებული ავტომობილით ავარიაში დაღუპული მეგობრის დაკრძალვაზე დასწრება სურდათ. ვითარების დასარეგულირებლად ხელისუფლებამ პოლიციის 120 თანამშრომელი და ასი მეხანძრე გამოიყვანა. 

მედიის ინფორმაციით, არეულობა ციხიდან დაიწყო. პატიმრებმა სეირნობის შემდეგ საკნებში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს და ცეცხლი გააჩინეს, რისთვისაც გაზეთები, სკამები, მაგიდები და ლეიბები გამოიყენეს. ადგილზე გამოცხადნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც საპატიმროებში არეულობის ჩახშობაზე სპეციალიზდებიან. 

ბოშები  ელიან, რომ სასამართლო ოთხშაბათს ერთ–ერთ პატიმარს, გარდაცვლილის ძმას მაინც გაათავისუფლებს დაკრძალვაზე დასასწრებად. 

მანამდე ოთხშაბათისთვის დაგეგმილი დაკრძალვა, დაღუპულის ოჯახის მოთხოვნით, ხუთშაბათისთვის გადაიდო. 


ყველა ახალი ამბავი
0