პოლიციამ „კრასნოგორსკელი მსროლელის“ მანქანის პოვნის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა

გამოწერა

პოლიციამ პოდმოსკოვიეში მიტოვებული „რენჯ როვერი“ აღმოაჩინა, რომლითაც კრასნოგორსკის ხელმძღვანელის მოადგილის, იური კარაულოვისა და ადგილობრივი ელექტროქსელების ხელმძღვანელის, გიორგი კოტლიარენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი მიიმალა.

როგორც რუსეთის შსს–ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ელენა ალექსეევამ განუცხადა ჟურნალისტებს, დამნაშავეთა მიერ მიტოვებული „რენჯ როვერი“ პოდმოსკოვიეში, ნოვორიჟსკის შოსეს 26–ე კილომეტრზე იპოვეს. 

მანამდე ძალოვანი უწყებების თანამშრომლებმა ჩინოვნიკთა მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და მისი სავარაუდო თანამზრახველის ვინაობა დაადგინეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია ადგილობრივი ბიზნესმენი ამირან გიორგაძე. შსს–ს წარმომადგენლის განცხადებით, გიორგაძის მცველის ფუნქციას შოთა ელიზბარაშვილი ასრულებდა. 

ქალაქის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იური კარაულოვი და ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო კრასნოგორსკის მერიის შენობაში მოკლეს 19 ოქტომბერს. დამნაშავეები ლუქსის კლასის ყველგანმავალ „რენჯ როვერით“ მიიმალნენ. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ფაქტზე სისხლის სამართლის ორი მუხლით აღძრა საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0