(0:34 / 3.78Mb / просмотров видео: 186)

კოსმოსური საკვები: ასტრონავტებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი მოსავალი გასინჯეს

16

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფმა ნასას ასტრონავტებმა სკოტ კელიმ, ჩელ ლინდგრენმა და იაპონელმა ასტრონავტმა კიმია იუმ ორბიტაზე მოყვანილი პირველი მოსავლის სალათი დააგემოვნეს.

ასტრონავტებმა კოსმოსში ბოსტნეულის პირველი მოსავალი თავიდან უმად გასინჯეს, შემდეგ კი მას ზეითუნის ზეთი და იტალიური ძმრის დანამატი მოასხეს.

"მაგარია! გემრიელია! როგორი სუფთაა!", — ასეთ კომენტარებს აკეთებდნენ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის წევრები სალათის გემოსთან დაკავშირებით.

რუსმა მიხაილ კორნიენკომ და ეკიპაჟის ხელმძღვანელმა გენადი პადალკამ სალათი რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ღია კოსმოსში მუშაობა დაასრულეს, მაშინ გასინჯეს.

ბოსტნეული მათ ივლისში ნასას ექსპერიმენტის ფარგლებში დარგეს. ფოთლების ნახევარი შესასწავლად დედამიწაზე გაყინეს.

ნასა აღნიშნავს, რომ ბოსტნეულის მოყვანა ორბიტულ სადგურზე ახალ შესაძლებლობებს იძლევა კოსმოსში ადამიანის საქმიანობისათვის და შესაძლოა მარსისკენ პირველ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს.

16
თემაზე
მი-8 და თვითმფრინავი ბე-200 ბაიკალის გარშემო აალებულ ჯუნგლებში წყალს ასხამდნენ
რუსეთის ცენტრალური ბანკის მეთაური პუტინს: საბანკო სექტორში სტაბილური სიტუაციაა
ფანებმა თბილისში იმ სასტუმროს ალყა შემოარტყეს, სადაც "ბარსელონა" მიიყვანეს
პოლიციის შეტაკება უცნობებთან სტამბულში მომხდარი ტერაქტის ადგილზე