მი-8 და თვითმფრინავი ბე-200 ბაიკალის გარშემო აალებულ ჯუნგლებში წყალს ასხამდნენ

გამოწერა
ორშაბათს ტურისტთა რამდენიმე ჯგუფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია ჩატარდა ირკუტსკის ოლქში ბაიკალის ტბასთან ახლოს ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის ზონიდან.

ორშაბათს ტურისტთა რამდენიმე ჯგუფისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია ჩატარდა ირკუტსკის ოლქში ბაიკალის ტბასთან ახლოს ბუნებრივად გაჩენილი ხანძრის ზონიდან.

77 ტურისტისა და დასვენების ზონის 30 თანამშრომლის ევაუაცია მოხდა ბაიკალის ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარე ბუხტა პესჩანაიას რაიონიდან.

ამ მომენტისათვის 29 000 ჰექტრის ფართობზე ხანძრის 29 კერაა დაფიქსირებული. იწვის ბაიანდევსკის, ბოხანსკის, ჟიგალოვსკის, ირკუტსკის, კაზაჩინსკო-ლენსკის, კაჩუგსკის, ოლხონსკის, ოსინსკის, შელეხოვსკის და ეხირიტ-ბულაგატსკის რაიონების ტყეები, იუწყება რეგიონული სამმართველოს პრეს-სამსახური.

სტიქიასთან საბრძოლველად გამოიყო 6 თვითმფრინავი ან-2 და 2 ვერტმფრენი მი-8, ასევე თვითმფრინავი-ამფიბია ბე-200, რომელმაც დასვენების დღეებში აალების ზონაში დაახლოებით 460 ტონა წყალი გადაასხა. ტყის ხანძრის ჩასაქრობად დაახლოებით 1000 ადამიანი იბრძვის და 130 ერთეული ტექნიკა გამოიყენება.

ძალიან მშრალი ამინდია, ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსია ცელსიუსით, ნალექის ცოტა რაოდენობა და ძლიერი ნიავი ხანძართან ბრძოლას ართულებს.

რეგიონის მეთაურმა 23 ივლისს ირკუტსკის ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ხანძარსაშიში პერიოდის დასაწყისიდან ირკუტსკის ოლქის ტერიტორიაზე 1442 ხანძარი დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0