ფანებმა თბილისში იმ სასტუმროს ალყა შემოარტყეს, სადაც "ბარსელონა" მიიყვანეს

გამოწერა
ესპანური კლუბის მოთამაშეები, თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესისთან ერთად, საქართველოს დედაქალაქში დღის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ და პოლიციის თანხლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ავტობუსით აეროპორტიდან სასტუმროში გაემგზავრნენ.

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროსთან "ბარსელონას" ფანები შეიკრიბნენ, მათ შორის ბევრი სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდა უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად, რომელიც 11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში გაიმართება. "ბარსელონას" მოთამაშეების დანახვისას ფანები სკანდირებდნენ: "მესი! ბარსა!". ამავდროულად ათობით საპატრულო ეკიპაჟი აკონტროლებდა სიტუაციას სასტუმროს გარშემო, ტერიტორია მეტალის ბარიერებით იყო შემოფარგლული. მათ გაყოელბაზე იდგნენ გულშემატკივრები, მაგრამ კორდონის დარღვევის არცერთი ფაქტი არ მომხდარა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
უეფას სუპერთასის მატჩის დღეს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

"ბარსელონა" უეფას სუპერთასის მატჩზე ესპანურ "სევილიას" დაუპირისპირდება.

სევილიის ფეხბურთელები სასტუმროში პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს - Sputnik საქართველო
"სევილიის" ფეხბურთელები სასტუმროში პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს
ყველა ახალი ამბავი
0