პოლიციის შეტაკება უცნობებთან სტამბულში მომხდარი ტერაქტის ადგილზე

გამოწერა
სტამბულის პოლიციის თანამშრომლებმა საპასუხოდ გაუხსნეს ცეცხლი უცნობებს, რომლებიც მათ სულთანბეილიში ავტომობილის აფეთქების ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებისას დაესხნენ თავს. იხილეთ ორმხრივი სროლის ამსახველი ვიდეო კადრები.

სტამბულის პოლიციის თანამშრომლებმა საპასუხოდ გაუხსნეს ცეცხლი უცნობებს, რომლებიც მათ სულთანბეილიში ავტომობილის აფეთქების ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებისას დაესხნენ თავს. იხილეთ ორმხრივი სროლის ამსახველი ვიდეო კადრები.

წესრიგის დამცველებმა შეძლეს ორი უცნობის ლიკვიდირება, რომლებმაც პოლიციას სტამბულში ტერაქტის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებისას ცეცხლი გაუხსნეს.

გაზეთის Hurriet მონაცემებით, ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა გამნაღმველთა ქვედანაყოფის მეთაური ბაიაზეთ ჩექენი.

ორშაბათის ღამეს პოლიციის განყოფილებასთან ახლოს სულთანბეილის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რამაც შენობების ნაწილობრივი ნგრევა გამოიწვია. აფეტქების ტალღამ ასევე რამდენიმე მეზობელი შენობა და 20 ახლოს მდგომი ავტომანქანა დააზიანა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციის სამი თანამშრომელი და შვიდი მშვიდობიანი მოსახლე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია საკუთარ თავზე.

თურქეთში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 20 ივლისს "ისლამური სახელმწიფოს" მიერ სირიის საზღვარზე მოწყობილი ტერაქტისა და სამხრეთ-აღმოსავლურ პროვინციაში პოლიციელების მკვლელობის შემდეგ. მათზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მშრომელთა პარტიამ აიღო. 3 კვირის განმავლობაში ქურთ ბოევიკებს ემსხვერპლნენ დაახლოებით 30 პოლიციელი და სამხედრო პირი.

ყველა ახალი ამბავი
0