(0:47 / 5.01Mb / просмотров видео: 198)

ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ოსტატები: სროლა "იგლადან" და საზენიტო იარაღების ცეცხლი

10

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გუნდები ექსვი ქვეყნიდან ერთმანეთს საზენიტო იარაღებიდან და პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექექსებიდან "იგლა" სროლაში შეეჯიბრნენ კრასნოდარის მხარეში. შეჯიბრი "ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ოსტატები" საერთაშორისო სამხერო თამაშების ფარგლებში 9 აგვისტოს დაიწყო.

შეჯიბრი ეისკის სახმელეთო ფეხოსანთა არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 726-ე სასწავლო ცენტრის პოლიგონზე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს: საბრძოლო მანქანების მართვა, მოძრავი ჯავშანტრანსპორტიდან "ვერტმფრენის" მისამართით სროლა, სროლა შაშხანიდან და საერთო დაბრკოლების დაძლევა. გუნდებმა პორტატული საზენიტო სარაკეტო კომპლექსებიდან ორ სამიზნეს უნდა მოარტყან, რომლებსაც 6-7 წამის ინტერვალით გაუშვებენ.

სამიზნე რაკეტებს 9 კილომეტრის მანძილიდან, საზენიტო მსროლელების პოზიციიდან უშვებენ, შეჯიბრის მონაწილეებმა კი 15 წამში უნდა აღმოაჩინონ და ამოიცნონ სამიზნე, შემდეგ კი გაანადგურონ.

კონკურსში "ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის ოსტატები" დაახლოებით 100 სამხედრო პირი მონაწილეობს, გამოიყენება 70 ერთეულზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.

პირველად რუსეთის შეიარაღებული ძალების ისტორიაში საერთაშორისო სამხედრო თამაშები-2015 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით ნოვოსიბირსკიდან კასპიისკამდე 11 პოლიგონზე მიმდინარეობს. საკუთარ ოსტატობასა და პროფესიონალიზმს უჩვენებენ 17 ქვეყნის 57 გუნდი. შეჯიბრი 14 დისციპლინაში მიმდინარეობს, სულ გაიცება მედლების 480 კომპლექტი.

10
თემაზე
ბიშკეკის ცენტრში მდებარე სავაჭრო კომპლექსში ხანძარი გაჩნდა
"სევილიის" ფეხბურთელები სასტუმროში პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს
ფეხბურთის საბავშვო ჩემპიონატის პრიზიორებს სუპერთასის ბილეთები გადაეცათ
თბილისის მაცხოვრებლები და დედაქალაქის სტუმრები უეფას სუპერთასთან ფოტოებს იღებდნენ