"სევილიის" ფეხბურთელები სასტუმროში პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს

გამოწერა
ორშაბათის ღამეს სპეციალური რეისით თბილისში საფეხბურთო კლუბ "სევილიის" მოთამაშეები ჩამოვიდნენ, რომლებსაც 11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში უეფას სუპერთასისათვის "ბარსელონასთან" შერკინება მოუწევთ.

ორშაბათის ღამეს სპეციალური რეისით თბილისში საფეხბურთო კლუბ "სევილიის" მოთამაშეები ჩამოვიდნენ, რომლებსაც 11 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში უეფას სუპერთასისათვის "ბარსელონასთან" შერკინება მოუწევთ.

აეროპორტიდან "სევილიის" ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ავტობუსით თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც ისინი რამდენიმე დღით იცხოვრებენ.
"სევილიის" მოთამაშეებთან ერთად თბილისში მათი თანმხლები პირები და კლუბის გულშემატკივართა ჯგუფი ჩამოვიდნენ.
"სევილიასა" და "ბარსელონას" შორის მატჩი თბილისში 11 აგვისტოს ეროვნულ სტადიონ "დინამო არენაზე" გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0