ფეხბურთის საბავშვო ჩემპიონატის პრიზიორებს სუპერთასის ბილეთები გადაეცათ

გამოწერა
საქართველოს საბავშვო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა თბილისში უეფას სუპერთასის მატჩამდე, რომელიც 11 აგვისტოს ჩატარდება.

საქართველოს საბავშვო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა თბილისში უეფას სუპერთასის მატჩამდე, რომელიც 11 აგვისტოს ჩატარდება.

ჩემპიონატში მთელი საქართველოდან 30-მა საბავშვო გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათი შემადგენლობა შერეული იყო: ერთად თამაშობდნენ ბიჭები და გოგოები.

ტურნირის გამარჯვებულ გუნდ "ავაზას" გლდანიდან და მის ტრენერს საჩუქრად უეფას სუპერთასის ბილეთები გადაეცათ.

სუპერთასის მატჩი თბილისის ეროვნულ სტადიონ "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0