თბილისის მაცხოვრებლები და დედაქალაქის სტუმრები უეფას სუპერთასთან ფოტოებს იღებდნენ

გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში უეფას სუპერთასის მატჩამდე თასი საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, რიყის პარკში სახალხოდ გამოიტანა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში უეფას სუპერთასის მატჩამდე თასი საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, რიყის პარკში სახალხოდ გამოიტანა.

კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო თასთან სურათის გადაღება. თასზე შეხებასა და მის კვარცხლბეკიდან აღებას დაცვა კრძალავდა. იმისათვის, რომ პრესტიჟული სპორტული ჯილდოს გვერდით სურათი გადაეღოთ, პატარა რიგიც კი წარმოიქმნა.

სუპერთასის მატჩი თბილისის ეროვნულ სტადიონ "დინამო არენაზე" 11 აგვისტოს "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0