(1:49 / 11.18Mb / просмотров видео: 28)

წუთიერი დუმილი, ზარი და სანთლები: მსოფლიომ ჰიროსიმას მსხვერპლებს პატივი მიაგო

3
(განახლებულია 18:15 06.08.2015)

ჰიროსიმაში ატომური ბომბის მსხვერპლების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა იაპონიაში, რუსეთსა და გერმანიაში. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიქონდათ ხალხს ყვავილები მემორიალებთან, როგორ ანთებდნენ სანთლებს და ჩამოჰკრავდნენ მშვიდობის ზარს.

ასობით იაპონელმა მოიყარა თავი ჰიროსიმაში მშვიდობის პარკის მემორიალებთან ხუთშაბათს, რათა პატივი მიეგოთ აშშ-ის მიერ 70 წლის წინად ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაღუპულებისათვის. ცერემონიას მუსიკალურად აფორმებდა საბავშვო ორკესტრი და ფონად იაპონიის მშივოდბის ზარის ხმა სდევდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე დამსწრე სამთავრობო მაღალჩინოსანთაგან ერთ-ერთი იყო, იუწყება სააგენტო Ruptly.

ოთხშაბათს ათობით ადამიანმა მოსკოვში იაპონიის საელჩოსთან სანთლები დაანთო ტრაგედიის მსხვერპლების ხსოვნის ნიშნად. ამავე დღეს ბერლინის პარკ ფრიდრიხსჰაინში გამართულ ცერემონიაზე იაპონური მშვიდობის ზარის ხმა გაისმა, რომლიტაც დაღუპულებს მიაგეს პატივი.

1945 წლის 6 აგვისტოს 08:15 საათზე 10 000 მეტრის სიმაღლიდან დამიზნების შემდეგ ამერიკელმა პილოტებმა ჰიროსიმაში ურანით გამდიდრებული ატომური ბომბი სახელად Little Boy (ბიჭუნა) ჩამოაგდეს, რომლის ტროტილის შემცველობის ექვივალენტი 20 000 ტონას უტოლდებოდა. ბომბი 600 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად მომენტალურად დაიღუპა დაახლოებით 80 ათასი ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 12 000-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა 40 000. აფეთქების ეპიცენტრიდან 4 კილომეტრის რადიუსზე რამდენიმე საათის განმავლობაში ხანძარი იყო გაჩენილი.  12 კვადრატული კილომეტრის ფართობზე სრულიად დაინგრა ყველა ნაგებობა, 90 000 სახლიდან 62 000 სახლი განადგურდა.

3
თემაზე
ქართველმა ექიმებმა სააკაშვილს უპასუხეს და საკუთარი ხელფასების შესახებ ისაუბრეს
"მოსკვარიუმის" სტუმრები თევზებს ათვალიერებდნენ და ზღვის ვარსკვლავებს ეხებოდნენ
თვითმხილველებმა იმ ჩასაფრების შესახებ ისაუბრეს, რომელშიც ანდერი სტენინი გაება
ჰიროსიმა: ბირთვული იარაღის პირველი მსხვერპლი. 1945 წლის კადრები