ქართველმა ექიმებმა სააკაშვილს უპასუხეს და საკუთარი ხელფასების შესახებ ისაუბრეს

გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისი პრეზიდენტობისას განხორციელებული მიღწევების შესახებ ისაუბრა, მაგალითისთვის კი ექიმების მაღალი ხელფასები მოიყვანა.

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისი პრეზიდენტობისას განხორციელებული მიღწევების შესახებ ისაუბრა, მაგალითისთვის კი ექიმების მაღალი ხელფასები მოიყვანა.

როგორც მაშინ სახელმწიფოს ყოფილმა პირველმა პირმა განაცხადა, ანდაცვის ახალი სისტემა ჩამოყალიბდა, რომლის დროსაც არავის იპარავდა, ამიტომ ექიმებს საქართველოში 5-დან 15 ათას დოლარამდე ქონდათ ხელფასები. ამასთან მას არ დაუზუსტებია, ყოველთვიურ თუ ყოველწლიურ ანაზღაურებას გულისხმობდა.

სააკაშვილის განცხადებას ქართველი ექიმების ხელფასებთან დაკავშირებით მის სამშობლოში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის სიტყვებს აქტიურად განიხილავდნენ სოციალური ქსელის Facebook ქართველი მომხმარებლები.

ქართველმა ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ გადაწყვიტა ქართველ ექიმებში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაეტარებინა და გაერკვია, რამდენი იყო და არის მათი ანაზღაურება. ერთ დღეში მისმა ვიდეორგოლმა Youtube-ზე 8500-ზე მეტი ნახვა დააგროვა.

ყველა ახალი ამბავი
0