თვითმხილველებმა იმ ჩასაფრების შესახებ ისაუბრეს, რომელშიც ანდერი სტენინი გაება

გამოწერა
დონბასში სროლისას დაღუპული ანდრეი სტენინის გარდაცვალების წლის თავის წინა დღეს "რია ნოვოსტის" კორრესპონდენტი იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც რუსი ჟურნალისტის დამწვარი ავტომობილი იპოვეს, და რეგიონის სოფლების მაცხოვრებლები გამოკითხა 2014 წლის აგვისტოს შემთხვევებთან დაკავშირებით.

დონბასში სროლისას დაღუპული ანდრეი სტენინის გარდაცვალების წლის თავის წინა დღეს "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი იყო შემთხვევის ადგილზე, სადაც რუსი ჟურნალისტის დამწვარი ავტომობილი იპოვეს, და რეგიონის სოფლების მაცხოვრებლები გამოკითხა 2014 წლის აგვისტოს შემთხვევებთან დაკავშირებით.

სოფლის მაცხოვრებელმა ლილია ფილიუშინა დმიტროვკამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ წავიდა ის მეუღლესთან  ერთად 6 აგვსტოს ქალაქ სნეჟნოეში ნათესავებთან. სოფელ რასსიპნოესთან ახლოს ოჯახის და მათ უკან მიმავალი მანქანები სროლაში მოყვნენ. ლილიას თქმით, მანამ, სანამ სროლა დაიწყებოდა, მათ აალებული ავტომობილის დანახვა მოასწრეს. მოგვიანებით აღმოაჩინეს, ეს ავტომობილი იყო "რენო ლოგანი", რომლითაც დმიტროვკიდან სნეჟნოეში რედაქციის დავალების შესასრულებლად სააგენტო "რასია სივოდნიას" ფოტოკორესპონდენტი ანდრეი სტენინი მიემგზავრებოდა.

"ისინი სამნი იყვნენ და მათი დანახვა შესაძლებელი იყო, ჩვენგან 30-მდე მეტრის დაშორებით… ისინი ცისფერში იყვნენ გამოწყობილები, ისფერი ტანკები", — თავდამსხმელების შესახებ განაცხადა ლილია ფილიუშინამ და ივარაუდა, რომ მანამდე მათვე გაუხსნეს ცეცხლი და დაწვეს სტენინის მანქანა.

რამდენიმე დღის განმავლობაში გზის ეს მონაკვეთი იცხრილებოდა მაშინვე, როგორც კი იქ ავტომობილი გამოჩნდებოდა.

"ისროდნენ პირდაპირ. თავდამსხმელებს არ აინტერესებდათ, რომ ისინი მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ", — "რია ნოვოსტის" განუცხადა გორნიაცკის სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ ხარიჩკოვმა.

თვითმხილველთა მტკიცებით, უკრაინული ტექნიკის გაყვანის სემდეგ ამ რაიონიდან დმიტროვსკისა და სნეჟნოეს გზატკეცილზე დაახლოებით 20 დაცხრილული და დამწვარი მანქანა დარჩა. მათი უმეტესობა მშვიდობიან მოსახლეობას ეკუთვნოდა და ამ სროლების მსხვერპლთა უმეტესობის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.

სტენინი 2014 წლის აგვისტოს დასაწყისში სარედაქციო დავალების შესრლებისას დაიკარგა დონეცკის ოლქში ქალაქ სნეჟნოესთან ახლოს, სადაც უკრაინელმა ძალოვნებმა აჯანყების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს. სააგენტო "რასია სივოდნიას" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა 3 სექტემბერს გამოაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემების მიღების შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავტოკოლონის დაცხრილვის შედეგად დაიღუპა.

ფოტოკორესპონდენტი 5 სექტემბერს  ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს დაკრძალეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ანდრეი სტენინის გმირობის ორდენით დაჯილდოების ბრძალენულებას, რომელიც მან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოიჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0