ჰიროსიმა: ბირთვული იარაღის პირველი მსხვერპლი. 1945 წლის კადრები

გამოწერა
ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიოს საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 6 აგვისტოს აღინიშნება. იხილეთ საარქივო კადრები, 1945 წლის 6 აგვისტოს როგორ ჩამოაგდეს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ამერიკული ატომური ბომბი.

ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიოს საერთაშორისო დღე  ყოველწლიურად 6 აგვისტოს აღინიშნება. იხილეთ საარქივო კადრები, 1945 წლის 6 აგვისტოს როგორ ჩამოაგდეს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ამერიკული ატომური ბომბი.

ურანით გამდიდრებული ატომური ბომბი სახელად Little Boy (ბიჭუნა), რომლის ტროტილის ექვივალენტი დაახლოებით 20 ათასი ტონაა, აშშ-ის შეიარაღებული ძალებით თვითმფრინავიდან იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში 1945 წლის 6 აგვისტოს ჩამოაგდეს. ბომბი 600 მეტრის სიმაღლეზე დილით 08:15 საათზე აფეთქდა.

იერიშის შედეგად ხალხი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასევე რადიაციული ავადმყოფობისგან გარდაიცვალა დაახლოებით 200 000 ადამიანი. აფეთქების ეპიცენტრიდან 4 კილომეტრის რადიუსში რამდენიმე საათის განმავლობაში ხანძარი იყო. 12 კვადრატული კილომეტრის ფართობზე სრულიად განადგურდა ყველა ნაგებობა.

10 წლის შემდეგ, 1955 წლის 6 აგვისტოს, ატომური და წყალბადის იარაღის ასაკრძალად პირველი საერთაშორისო კონფერენცია შედგა ჰისროსიმაში. 1985 წელს კი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილიარაბირთვულ ზონად გამოცხადდა.

ჰიროსიმა მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო გახდა. საერთაშორისო საზოგადოება ყოველწლიურად აღნიშნავს ჰიროსიმას დღეს, როგორც  ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიოს საერთაშორისო დღეს.

ყველა ახალი ამბავი
0