ჰიჯაბიანი ჩეჩენი ქალები გროზნოში ქალებისათვის განკუთვნილ პირველ პლაჟზე ბანაობდნენ

გამოწერა
დაახლოებით ასი მუსლიმანი ქალი მივიდა ჩეჩნეთში ქალებისათვის განკუთვნილი პირველი პლაჟის გახსნაზე, რომელიც "გროზნოს ზღვის" ნაპირზეა განთავსებული. იხილეთ ვიდეო, როგორ ისვენებდნენ და ბანაობდნენ ჩეჩენი ქალები მამაკაცებისგან გამოყოფილ ტერიტორიაზე.

დაახლოებით ასი მუსლიმანი ქალი მივიდა ჩეჩნეთში ქალებისათვის განკუთვნილი პირველი პლაჟის გახსნაზე, რომელიც "გროზნოს ზღვის" ნაპირზეა განთავსებული. იხილეთ ვიდეო, როგორ ისვენებდნენ და ბანაობდნენ ჩეჩენი ქალები მამაკაცებისგან გამოყოფილ ტერიტორიაზე.

სამშაბათს "გროზნოს ზღვის" ნაპირზე გაიხსნა ქალებისა და მამაკაცების განცალკევებული პლაჟები, მათ შორის მანძილი 2 კილომეტრია და 2 მეტრიანი კედელია აღმართული, რომელიც ქალების პლაჟს მამაკაცების ცნობისმოყვარეობისგან დაიცავს; მათ მხოლოდ საერთო დასახელება აერთიანებს — დასვენების ბაზა "ლაგუნა".

2,5 ათასი კვადრატული მეტრის პლაჟზე არის შეზლონგები, ქოლგები, საშხაპე კაბინები, პატარა რესტორნები, აღმოსავლური სტილით გაწყობილი ფარდულ-პავილიონები, მაღაზია პლაჟის აქსესუარებით, სამკურნალო პუნქტი.

მამაკაცებს ქალების პლაჟზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ მათი ასაკი 12 წელი ან ნაკლებია და თან ახლავთ დედა.

მაშველებიც ქალები იქნებიან, რომლებსაც სპეციალურად ამ სამსახურისათვის ავადჯიშებენ, "რია ნოვოსტისთან" ისაუბრა ბაზის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ტურისტული კომპლექსის "გროზნოს ზღვა" საინვესტიციო პროექტი ჩეჩნეთში სამთო-სათხილამურო კურორტის "ვედუჩი" შემდეგ ყველაზე დიდია. მისი რეალიზაცია სამი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით 2 წელი წყალსაცავის ტალახისა და ნაგვისგან გაწმენდას დასჭირდა.

წყალსაცავის ნაპირზე, რომელსაც "გროზნოს ზღვას" უწოდებენ, იგეგმება რამდენიმე სასტუმროს, მცურავი რესტორნის, სპორტულ-გამაჟანსაღებელი ცენტრისა და დელფინარიუმის აშენება იგეგმება. მთავარი აქსესუარი კი წყალზე გაკეთებული უნიკალური მოცეკვავე ფანტანი უნდა გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0