რუსული ბეტეერისა და ჩინური ამფიბიის შეჯიბრი "კასპიის თასზე"

გამოწერა
ჯავშანტექნიკის ეკიპაჟებმა რუსეთიდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამხედრო თამაშების ფარლებში გამართულ შეჯიბრში "კასპიის თასი - 2015". იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობდა შეჯიბრი.

ჯავშანტექნიკის ეკიპაჟებმა რუსეთიდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამხედრო თამაშების ფარლებში გამართულ შეჯიბრში  "კასპიის თასი — 2015". იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობდა შეჯიბრი.

საერთაშორისო სამხედრო შეჯიბრის "კასპიის თასი — 2015" პირველი ეტაპი დაღესტანში პოლიგონზე "სკორპიონი" (მორიელი).  შეჯიბრში რუსეთის, ჩინეთისა და დსთ-ს რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების გუნდები მონაწილეობდნენ.

კონკურსის ფარგლებში გუნდებს მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაევლოთ მოცემული მარშრუტი პლაჟის გასწვრივ და ასევე ზღვასა და ხმელეთზე გაენადგურებინათ სამიზნე.

ჩინეთის ეკიპაჟმა, ერთადერთმა ყველა მონაწილიდან, კონკურსში საკუთარი ჯავშანმანქანა გამოიყენა — მუხლუხა ამფიბია ZBD2000. დანარჩენმა გუნდებმა შეჯიბრში ბეტეერ-90-ით მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო სამხედრო თამაშები 3-დან 11 აგვისტომდე კასპიის ზღვაზე ტარდება. ფლოტის საზღვაო და საველე სწავლებების კონკურსები "კასპიის თასი — 2015" და "კასპიის დერბი — 2015" პირველად ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0