(1:29 / 9.80Mb / просмотров видео: 118)

სტივენ სიგალმა ასტანიში საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გახსნა

9

ჰოლივუდის მსახიობმა, აიკიდოს მე-7 დანის მფლობელმა სტივენ სიგალმა, ასტანიში საბრძოლო ხელოვნების საერთაშრისო ფესტივალის გახსნაზე საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა, იუწყება სააგენტო "ნოვოსტი ყაზახეთი".

ღონისძიება, რომელმაც 12 სახეობაში უძლიერეს სპორტსმენებს მოუყარა თავი, ყაზახეთის დედაქალაქის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა.

ასტანის მოსახლეობამ და სტუმრებმა საჩვენებელი ბრძოლები იხილეს აიკიდოში, ჯიუ-ჯიცში, კაპოეირეში, კარატეში, შაოლინურში და ბრძოლის სხვა სახეობებში. ფესტივალს იაპონიის ჯიუ-ჯიცუს საერთაშორისო ფედერაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ალექს კუნინი და აშე კაპოეირას საერთაშორისო სკოლოს დამსახურებული ოსტატი და ხელმძღვანელი ანტონიო დე სილვა ესტუმრნენ.

საბრძოლო ხელოვნების ცნობილი სახეობა, ტაეკვანდო, წარმოადგინა კორეის, იაპონიისა და ჩინეთის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშებში მოსამზადებელმა მწვრთნელმა, ოსტატმა კიმ გი ბოკმა.

საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა ჰოლივუდის მსახიობმა, აიკიდოს მე-7 დანის მფლობელმა სტივენ სიგალმა.

9
თემაზე
თბილისს რუსეთიდან ახალგაზრდული დელეგაცია ეწვია
ნოვაკი: გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთი და არა უკრაინა
სქელმა კვამლმა ჩერნობილთან ახლოს მდებარე ტერიტორია დაფარა
მედვედევი: რუსეთი იძულებულია კიევს ბუნებრივ აირზე ფასი გაუზარდოს