მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბერძნები ბანკების დროებით დახურვამდე საბანკო ბარათებიდან თანხებს ხსნიდნენ

გამოწერა
საბერძნეთის მთავრობამ ბანკების მუშაობა 5 ივლისამდე შეაჩერა და ასევე 60 ევრომდე შეზღუდა დღე-ღამის განმავლობაში ბანკომატებიდან მოსახსნელი თანხის რაოდენობა.

საბერძნეთის მთავრობამ ბანკების მუშაობა 5 ივლისამდე შეაჩერა და ასევე 60 ევრომდე შეზღუდა დღე-ღამის განმავლობაში ბანკომატებიდან მოსახსნელი თანხის რაოდენობა.

ბერძნები ამბობენ, რომ ვისაც ნაღდი თანხა სჭირდებოდა, უკვე მოხსნა ფული ანგარიშიდან. ახლა ადამიანები მხოლოდ ყოველდღიურად სახარჯავ მცირე თანხებს ხსნიან. ბანკომატებთან პანიკა არ არის, თუმცა მსჯელობა მომხდარზე არ ცხრება.

 საბერძნეთის მთავრობა იძულებული გახდა რამდენიმე დღით დაეხურა ბანკები, ვინაიდან ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა გაეზარდა საბერძნეთის საბანკო სისტემის ლიკვიდურობა.

 ბანკები საერთაშორისო კრედიტორებთან  შეთანხმების თაობაზე რეფერენდუმამდე იქნება დაკეტილი, რომელიც 5 ივლისსაა დაგეგმილი. საბერძნეთის მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ საერთაშორისო კრედიტორებთან სადავო შეთანხმებასთან დაკავშირებულ  ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენილ პროექტს.

 საბერძნეთი ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 240 მლრდ ევროზე მეტი ვალის დარეგულირების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს. ვალი საბერძნეთს მას შემდეგ წარმოეშვა, რაც ის ევროპის ქვეყნებმა 2010 და 2012 წლების დეფოლტებისგან იხსნეს. კრედიტორების პროგნოზი იმის თაობაზე, რომ მკაცრი ეკონომიკა საბერძნეთს ვალების გადახდას გაუადვილებდა, არ გამართლდა. იანვარში ხელისუფლებაში მოსულმა პარტიამ „სირიზა“ კრედიტორებთან ახალი მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა. 

ყველა ახალი ამბავი
0