მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაკეტა Falcon 9 სტარტიდან რამდენიმე წუთში ნაწილებად დაიშალა: იხილეთ აფეთქების კადრები

გამოწერა
რაკეტას ორბიტაზე კოსმოსური სატვირთო Dragon უნდა გაეყვანა, რომელშიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის განკუთვნილი ორი ტონა ტვირთი იყო, მათ შორის, სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებისთვის საჭირო მასალები. როსკოსმოსის განცხადებით, Falcon 9-ზე მომხდარი ავარია ვერ შეაფერხებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მუშაობას.

რაკეტამ სტარტი კვირას, მოსკოვის დროით 17 საათსა და 21 წუთზე აიღო კანავერალის კოსმოდრომიდან (აშშ, ფლორიდა). ავარია, წინასწარი მონაცემებით, გაშვებიდან 2 წუთისა და 19 წამის შემდეგ მოხდა.

ნასას ინფორმაციით, ავარიის მიზეზების გამოძიებას კერძო კომპანია SpaceX უხელმძღვანელებს, რომელიც არის კიდეც რაკეტისა და კოსმოსური სატვირთოს მწარმოებელი.

 Falcon 9 ამერიკული ერთჯერადი რაკეტმზიდი. სავარაუდოდ, რაკეტა შეიძლება გამოდგეს კოსმოსში როგორც ტვირთების გადასაზიდად, ისე ადამიანების გადასაყვანად. ნასასთან კონტრაქტის მიხედვით,  SpaceX-ს 2016 წლამდე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 გაშვება უნდა განეხორციელებინა. 2014 წლის სექტემბერში კომპანიამ, „ბოინგთან“ ერთად, მოიგო კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 6.8 მლრდ დოლარს შეადგენდა და რომლის თანახმადაც, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენები უნდა განეხორციელებინა. 

ყველა ახალი ამბავი
0