(0:30 / 3.28Mb / просмотров видео: 83)

ერევანში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის წინააღმდეგ მომიტინგეები წყლის ჭავლით დაარბიეს

7

ერევანში ელექტრო ენერგიაზე ტარიფის ზრდის წინააღმდეგ 19 ივნისიდან 3 დღიანი მჯდომარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, ორშაბათს საღამოს სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისაკენ გაემართნენ.

დემონსტრანტები პოლიციამ შეაჩერა, რომლებმაც კორდონი მოაწყეს და მისი გავლით რეზიდენციიდან ასიოდე მეტრში წყლის ჭავლის სპეცავტომობილები განალაგეს.

სომხეთის ლიდერმა სერჟ სარქისიანი მზად იყო აქციის მონაწილეთაგან შემდგარ ჯგუფთან შესახვედრად, თუმცა მომიტინგეებმა პრეზიდენტის შეთავაზება უარყვეს.

სიტუაციის განმუხტვას ეცადნენ სომხური აპოსტოლური ეკლესიის წარმომადგენლებიც — წმინდა ეჩმიაძინის მუზეუმებისა და არქივის დირექტორი მღვდელმსახური ასოღიკ კარაპეტიანი და წმინდა ეჩმიაძინის საეკლესიო და კონცეპტუალური საკითხების დირექტორი ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. ისინი ესაუბრნენ პოლიციელებსაც და დემონსტრანტებსაც, მაგრამ აქტივისტების დარწმუნება პრეზიდენტთან შესასხვედრად სპეციალური გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ვერ შეძლეს.

მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის სხდომაზე ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფები დაადგინა. ქვეყანას ელექტროენერგიით კომპანია "სომხეთის ელექტროქსელი" ამარაგებს. 1 აგვისტოდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფი 6.93 დრამით იზრდება (დაახლოებით 0.015 აშშ დოლარი), დღის საათებში 48.78 დრამით (დაახლოებით 0.1 აშშ დოლარი), ხოლო ღამის საათებში — 39.78 დრამამდე (დაახლოებით 0.08 დოლარი) ერთ კილოვატ საათზე.

7
თემაზე
ქართულმა "შანსონის კლუბმა" დაარსება ფესტივალით აღნიშნა
ქაბულის პარლამენტზე თალიბების შეტევის მოგერიება, სპეცოპერაციის კადრები
ხსოვნა და გლოვა: თავისუფლება მილიონობით სიცოცხლის ფასად. კადრები არქივიდან
ანომალიური სიცხისას პაკისტანელები ჩრდილს აფარებდნენ თავს და გაზეთით ინიავებდნენ