მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქაბულის პარლამენტზე თალიბების შეტევის მოგერიება, სპეცოპერაციის კადრები

გამოწერა
ორშაბათს ავღანეთის დედაქალაქში პარლამენტის შენობაში ბოევიკები შეიჭრნენ, დაიღუპა ხუთი ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა. იხილეთ ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ორშაბათს ავღანეთის დედაქალაქში პარლამენტის შენობაში ბოევიკები შეიჭრნენ, დაიღუპა ხუთი ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა. იხილეთ ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან.

ტერორისტებმა დანაღმული მანქანა პარლამენტის შენობის წინ ააფეტქეს, შემდეგ შტურმიტ აიღეს შენობა, სადაც პარლამენტარები ავღანეთის ტავდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურის წარსადგენად ემზადებოდნენ, იუწყება სააგენტო Associated Press.

საპასუხოდ ცეცხლის გახსნის შედეგად ლიკვიდირებულია შვიდი ტავდამსხმელი. ორმხრივ სროლას ემსხვერპლა ხუთი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვი, 31 ადამიანი კი დაიჭრა.

სპეცოპერაციისას პარლამენტის დაცვამ თავდამსხმელების მეზობელი შენობისკენ მოგერიება შეძლო, რის შემდეგაც პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატების ევაკუაცია მოახდინეს. ავღანეთის ხელისუფლებამ მალევე დაადასტურა ინფორმაცია ყველა თავდამსხმელის მოკვლის შესახებ და რომ სიტუაცია მათი კონტროლის ქვეშაა.

თავდასხმაზე პასუხისმეგბლობა საკუთარ ტავზე მოძრაობა "თალიბანმა" აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0