მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სნოუდენმა ამერიკულ სათვალთვალო პროგრამას „უკანონო და უშედეგო“ უწოდა

გამოწერა
ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა კომენტარი გააკეთა აშშ–ში პატრიოტული აქტის ქმედების შეწყვეტის შესახებ, რაც FBI-სა და NSA-ს ამერიკის მოქალაქეების თვალთვალისა და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვების საშუალებას აძლევს.

ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა კომენტარი გააკეთა აშშ–ში პატრიოტული აქტის ქმედების შეწყვეტის შესახებ, რაც FBI-სა და NSA-ს ამერიკის მოქალაქეების თვალთვალისა და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვების საშუალებას აძლევს.

სნოუდენის აზრით, აშშ–ს ხელისუფლება „ტერორისტულ კარტს“ ათამაშებს, რათა მასობრივი თვალთვალის პრაქტიკა  დააბრუნოს.

 „საქმე ეხება არა კონკრეტულ კანონპროექტებს, არამედ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ს ხელისუფლების ყველა შტომ აღიარა მასობრივი თვალთვალის პროგრამის არაკანონიერობა და არაეფექტურობა, მაინც უჭერენ მხარს მის დაბრუნებას ტერორიზმის საფრთხეზე საუბრითა და ტერორისტული კარტის გათამაშებით“, – განაცხადა სნოუდენმა მოსკოვიდან, როდესაც ის ვიდეოკავშირით ჩაერთო Amnesty International–ის მიერ ლონდონში მოწყობილ დისკუსიაში.

სნოუდენმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა არაკანონიერად ცნეს პატრიოტული აქტის 215 განყოფილება, რომლებიც გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს  საშუალებას აძლევს, წინასწარი შეთანხმების გარეშე მოუსმინონ ამერიკელების სატელეფონო საუბრებს და უთვალთვალონ მათ ინტერნეტსაქმიანობას. როგორც სნოუდენი ამბობს, მათ განაცხადეს, რომ აქტი პირველივე დღიდან არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არღვევს ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს.

 „თეთრმა სახლმა ჩატარა გამოძიება და აღმოაჩინა, რომ არცერთი ტერორისტული საფრთხე არცერთხელ არ აღკვეთილა“, – დაამატა ამერკული სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა.

 

2013 წლის ივნისში სნოუდენმა გაზეთებს Washington Post და Guardian მთელი რიგი საიდუმლო მასალები გადასცა აშშ–ს და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ინტერნეტთვალთვალის პროგრამების შესახებ. ამის შემდეგ ის გაფრინდა ჰონგკონგში, იქიდან კი მოსკოვში, სადაც გარკვეული პერიოდი მოსკოვის აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში გაატარა. შემდეგ რუსეთმა სნოუდენს 1 წლით  დროებითი თავშესაფარი მისცა იმ პირობით, რომ ის აშშ–ს წინააღმდეგ ქმედებებს შეწყვეტდა. 2014 წლის 1 აგვისტოს სნოუდენმა რუსეთში ცხოვრების სამწლიანი უფლება მიიღო, რაც მას საშუალებას მისცემს იმოგზაუროს როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ყველა ახალი ამბავი
0