მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია თბილისში ვიდეო

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)

21 სექტემბერს საღამოს ვერის პარკში მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა – მისი მონაწილეები, სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები გამვლელებს ურიგებდნენ ბუკლეტებს სახელწოდებით „მშვიდობა ღიმილით იწყება“ და მათ სთხოვდნენ, სპეციალურ პლაკატებზე გამოეხატად მშვიდობის თავიანთი ხედვა. „მშვიდობა – ცხოვრებაა!“, „მშვიდობა – თავისუფლებაა!“, „მშვიდობა – სიყვარულია!“, „დემოკრატია და იმედი!“, „მიეცით მშვიდობას შანსი!“, „ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ!“, „მშვიდობა – მომავალია, ის აუცილებლობაა!“, „მშვიდობა – სწორი გზაა!“, „მშვიდობა – ნორმაა!“, – ათობით ამგვარი წარწერა დატოვეს პარკის სტუმრებმა და გამვლელებმა პლაკატებზე. 

ოპერატორი – დემურ კონჯარია NEWSGEORGIA / ახალი ამბები – საქართველო

2