ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

როგორ მოიპოვებდნენ რუსეთში მარგალიტს და როგორ ამზადებდნენ მისგან სამკაულს

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშიმარგალიტის, პლატინის, ოქროსა და ბრილიანტებისგან დამზადებული დიადემა
მარგალიტის, პლატინის, ოქროსა და ბრილიანტებისგან დამზადებული დიადემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძველი ფერწერული ტილოებისა და ფოტოების თვალიერებისას ზოგჯერ გაოცებს „დაუბანელი რუსეთის“ მცხოვრებთა ძვირფასი ჩაცმულობა. უცნაურია, რომ მარგალიტზე ხელი მიუწვდებოდათ არა მხოლოდ წარჩინებულებს, არამედ შეძლებულ გლეხებსაც.

ძველი ფერწერული ტილოებისა და ფოტოების თვალიერებისას ზოგჯერ გაოცებს „დაუბანელი რუსეთის“ მცხოვრებთა ძვირფასი ჩაცმულობა. ულამაზესი მარგალიტის სამკაულები და მოსართავები, რომლებისთვისაც აუარებელ მასალას იყენებდნენ, რა თქმა უნდა, ოჯახური სიმდიდრე იყო და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც უცნაურია, რომ ამ ძვირფას მინერალზე ხელი მიუწვდებოდათ არა მხოლოდ წარჩინებულებს, არამედ შეძლებულ გლეხებსაც.

მარგალიტის რეწვა

პასუხი კითხვაზე, საიდან ჰქონდათ გლეხებს ამდენი მარგალიტი, ძალიან მარტივია - ისინი თავად მოიპოვებდნენ მას. ევროპული მარგალიტოვანა (Margaritifera) დიდი ოდენობით ბინადრობდა ჩრდილოეთის წყლებში, განსაკუთრებით - არხანგელსკის გუბერნიაში, თეთრი ზღვის სანაპიროზე.

XVII საუკუნეში რუსეთში ორასამდე ისეთი მდინარე იყო ცნობილი, სადაც მარგალიტი მოიპოვებოდა. ძვირფასი მინერალის საჭერად სპეციალურ ტივებს იყენებდნენ. ტივის შუაგული გახვრეტილი იყო, საიდანაც კარგად ჩანდა მდინარის ფსკერი. გლეხები ნიჟარებს სპეციალური გრძელი მაშებით იღებდნენ. დაბალწყლოვან მდინარეებში ტივი საჭირო არ იყო, რადგან ნიჟარებს ფეხის გულითაც იოლად გრძნობდნენ და პოულობდნენ. ამის გაკეთება ბავშვებსაც კი შეეძლოთ.

საინტერესოა მინერალის დამუშავების ძველებური პროცედურა - მსხვილი მარგალიტის აღმოჩენისას მას რამდენიმე საათით პირში იდებდნენ, „ამარინადებდნენ“, შემდეგ კი სველ ნაჭერში გახვეულს კიდევ ცოტა ხნით უბეში ინახავდნენ - მიაჩნდათ, რომ მარგალიტი ასე გამკვრივდებოდა.

რასაკვირველია, მდინარის მარგალიტი ზღვის მარგალიტისგან განსხვავდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ის ძალიან ბევრი იყო. შიგადაშიგ უსწორმასწორო და წვრილ მინერალებს შორის ნამდვილი „მარგალიტიც“ გაიელვებდა - მსხვილი და აბსოლუტურად თანაბარი ზომის, ისეთი, რომ თეფშზე დადებისას ერთ ადგილზე არ გაჩერდებოდა. ასეთ მარგალიტს „მგორავს“ უწოდებდნენ და, სხვათა შორის, სწორედ ასე განსაზღვრავდნენ მის ფასს - რაც უფრო მეტხანს გორავდა, მით უფრო ძვირი იყო.

© photo: Sputnik / Ю. Левянт / გადასვლა მედიაბანკშიქალის თავსაბურავი მარგალიტებით - რუსეთის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კოლექცია
როგორ მოიპოვებდნენ რუსეთში მარგალიტს და როგორ ამზადებდნენ მისგან სამკაულს - Sputnik საქართველო
ქალის თავსაბურავი მარგალიტებით - რუსეთის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კოლექცია

საუკუნეების მანძილზე რუსეთში იმდენ მინერალს მოიპოვებდნენ, რომ მასზე ხელი საშუალო შეძლების ადამიანებსაც მიუწვდებოდათ. მარგალიტით ამკობდნენ არა მარტო ტანსაცმელს, არამედ ხატებს, ფრესკებსა და საკულტო ნივთებს, წიგნებს, უნაგირს, იარაღს. XIX საუკუნის ბოლომდე ევროპისთვის მიწოდებული მარგალიტის მოცულობით რუსეთი ინდოეთის შემდეგ მეორე ადგილზე იყო. ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა კიდეც, ეს მომგებიანი წარმოება გაეკონტროლებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. მაგალითად, პეტრე პირველის 1721 წლის განკარგულება მინერალის ჭერის აკრძალვის შესახებ ათ წელიწადში გაუქმდა. ელისაბედ პირველს კი მოპოვება არ აუკრძალავს, თუმცა ამ საქმეში თავისი არმია ჩართო, რომელიც 1746 და 1749 წლებში სპეციალურ ექსპედიციებშიც მონაწილეობდა.

სამეფო საგანძურში მარგალიტი ყოველთვის უხვად იყო. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი დარბევების დროს ხდებოდა: 1611 წელს კრემლის აღებისას პოლონელები უსაქმურობისგან მუშკეტებიდან მსხვილ მარგალიტებს ისროდნენ, 1648 წლის აჯანყების დროს კი მძარცველი-ამბოხებულები მარგალიტს მუჭებით რწყავდნენ და სავსე ქუდებით ყიდდნენ.

მდიდრული თავსამკაული

მარგალიტი, როგორც ბუნებრივი მასალა, თანაც ნიჟარაში მომწიფებული, ყოველთვის მაგიური თვისებებით ხასიათდებოდა. სითეთრე და ბზინვარება მას სიწმინდისა და სისუფთავის სიმბოლოდ აქცევდა. ამიტომ განსაკუთრებული მოწონებით მინერალი გოგონებსა და ახალგაზრდა ქალბატონებში სარგებლობდა. ყველა ოლქს თავისი კოლორიტული ტანსაცმელი და თავსამკაული ჰქონდა. გასაკვირი არ არის, რომ ძვირფასი მარგალიტის მოსართავებით ჩრდილოეთის გუბერნიები გამოირჩეოდნენ. ზოგიერთი თავსამკაულის დასამზადებლად უამრავი ძვირფასი მასალა იხარჯებოდა.

© photo: Sputnik / A. Tartakovskiy / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის მეფეთა თავსაბურავი - ყაზანური ქუდი
როგორ მოიპოვებდნენ რუსეთში მარგალიტს და როგორ ამზადებდნენ მისგან სამკაულს - Sputnik საქართველო
რუსეთის მეფეთა თავსაბურავი - ყაზანური ქუდი

ტოროპეცის „კოკოშნიკი“ - ქალის სრულიად განსხვავებული შესახედაობის თავსაბურავი - უთვალავი მარგალიტით შემკული გირჩის ფორმის მოსართავებისგან შედგებოდა. ითვლებოდა ნაყოფიერების სიმბოლოდ: „რამდენი გირჩაცაა, იმდენი ბავშვია“.

ზაონეჟიეში გოგონების თავსამკაულის ქვედა მოსაჩრდილებელ ნაწილს ტალღისებური ფორმა ჰქონდა. ამ ბადის დამზადებას 3-დან 20 ზოლოტნიკამდე (1 ზოლოტნიკი - 4,26 გ.) მარგალიტი სჭირდებოდა. ასე რომ - ასეთი მოსართავი ძველ დროშიც საკმაოდ ძვირად ფასობდა.

ფსკოვის „კოკოშნიკი“ - ეს უჩვეულო თავსამკაული წარმოადგენდა მუყაოს „შლაპას“, რომელსაც გადაკრული ჰქონდა მდიდრულად მოქარგული ნაჭერი და ამშვენებდა ბადესავით ნაქსოვი ტალღისებური ფარფლები. განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურებოდა ეს თავსაბურავი ფსკოვის ოლქის სამხრეთის ქალაქებში.

© photo: Sputnik / Eugeniy Piyatov / გადასვლა მედიაბანკშიოქრო-მარგალიტით შემკული „კოკოშნიკი“
როგორ მოიპოვებდნენ რუსეთში მარგალიტს და როგორ ამზადებდნენ მისგან სამკაულს - Sputnik საქართველო
ოქრო-მარგალიტით შემკული „კოკოშნიკი“

რუსეთში ასეთი სამკაულები საოჯახო სიამაყეს წარმოადგენდა. ითვლებოდა, რომ მარგალიტს, როგორც „ცოცხალ“ მასალას, უყვარდა ახალგაზრდები. ხოლო თუ მას მოხუცი გაიკეთებდა, მინერალი მალე ხუნდებოდა და იფიტებოდა. ამიტომ ხანშიშესული ქალბატონები თავიანთ საგანძურს ქალიშვილებს უსახსოვრებდნენ ხოლმე, რათა მათი ბზინვარება აღედგინათ. გარდა ამ „დამზოგავი“ მეთოდისა, იყენებდნენ ასევე გახუნებული მარგალიტის ბზინვარების აღდგენის ხალხურ რეცეპტებსაც. თუმცა უკვე დამზადებული ურთულესი ნაკეთობების გასაახლებლად ამ მეთოდების უმეტესობა ნაკლებ გამოსადეგი იყო. ყველაზე მარტივ გზას მარგალიტის მარილით წმენდა წარმოადგენდა: ტომსიკაში მოათავსებდნენ მარგალიტს, ჩაყრიდნენ მარილს და მის დადნობამდე წყალში ავლებდნენ, რის შედეგადაც მინერალს ნადები შორდებოდა. კარგი მეთოდი იყო ასევე მაისის ცვარი. მაგრამ თუ არაფერი ჭრიდა, მარგალიტს ასაკენკად მამალს უყრიდნენ. რამდენიმე საათში მას ქათმის კუჭიდან იღებდნენ. მინერალი თავდაპირველ ბზინვარებას იბრუნებდა, ქათმისგან კი წვნიანს ამზადებდნენ.

ქოხიდან სასახლემდე

© photo: Sputnik / Vasiliy Robinov / გადასვლა მედიაბანკშირუსული საეკლესიო სადღესასწაულო შესამოსელის ნაწილი - მარგალიტებითა და ძვირფასი თვლებით შემკული: XVII-XVIII სს
როგორ მოიპოვებდნენ რუსეთში მარგალიტს და როგორ ამზადებდნენ მისგან სამკაულს - Sputnik საქართველო
რუსული საეკლესიო სადღესასწაულო შესამოსელის ნაწილი - მარგალიტებითა და ძვირფასი თვლებით შემკული: XVII-XVIII სს

საუკუნეების განმავლობაში მინერალის მასობრივად მოპოვებამ, ბუნებრივია, მისი რესურსების შემცირება გამოიწვია. დროთა განმავლობაში რუსეთში მარგალიტი შეცოტავდა და გაძვირდა. თუმცა არისტოკრატია, რა თქმა უნდა, არ იკლებდა ამ უკვე ძვირად ღირებულ სიამოვნებას. გასაგებია, რომ ისინი მხოლოდ ადგილობრივი მარგალიტის იმედად არ იყვნენ. ჩვენ დრომდე შემონახულია XVIII-XIX საუკუნეების უამრავი ისეთი პორტრეტი, რომელზეც ჩანს, როგორ იწონებენ თავს არისტოკრატები ძვირფასი სამკაულებით. გარდა იმისა, რომ მარგალიტი ლამაზია, ის ამავდროულად მოკრძალებული სამკაულიცაა. იგი გამოკვეთს ქალის სილამაზეს ისე, რომ არ ჩრდილავს მას. ამიტომ უყვარდა ყველა ეპოქის მხატვარს მარგალიტის სამკაულების ტილოზე გადატანა.

ზინაიდა ნიკოლოზის ასული იუსუპოვა თავისი დროის ერთ-ერთი უმშვენიერესი და გამორჩეული ქალბატონი გახლდათ. თავად ტატიანა ვასილის ასულისგან, პოტიომკინის ძმისშვილისგან, მას სამკაულების უმდიდრესი კოლექცია ერგო. ფელიქს იუსუპოვი მოგონებებში თავის დიდ ბებიაზე წერს:

„მან კარგად იცოდა ძვირფასი სამკაულების ყადრი და შექმნა კოლექცია, რომელმაც სახელი მოიხვეჭა. მან შეიძინა ალმასი „პოლარული ვარსკვლავი“ და საფრანგეთის გვირგვინის მრავალი მოსართავი, ნეოპოლიტანელი დედოფლის სამკაულები და ბოლოს - უნიკალური და დიდებული „პერეგრინი“ - ცნობილი მარგალიტი, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეს, უფრო ადრე კი, როგორც ამბობენ, კლეოპატრას ეკუთვნოდა. გადმოცემის თანახმად, ეს იყო ერთ-ერთი იმ წყვილი მარგალიტიდან, რომელიც ეგვიპტის დედოფალმა ძმარში გაადნო, რათა ანტონიუსი გიჟურ გართობაში დაეჯაბნა“.

დღეს, სამწუხაროდ, მარგალიტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სამკაული აღარ არის, თუმცა ქვეყანაში ამ მინერალის საშენი არაერთი მეურნეობა არსებობს, რომელიც ბაზარს პროდუქციით ამარაგებს.

ყველა ახალი ამბავი
0