ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

21 ოქტომბერს  ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მძევლად იაყვანა 19 პირი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები. თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს  მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების მოკვლით იმუქრება.