სასამართლო სკანდალი საქართველოში

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიის ირგვლივ სკანდალი 2018 წლის დეკემბერში გაღვივდა. პარლამენტში წარმოდგენილი კანდიდატების სიისა და განსაკუთრებით საკითხის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო როგორც ოპოზიცია,  ისე მმართველი პარტიის ცალკეული წევრები. დეპუტატმა ეკა ბესელიამ მმართველი პარტიის დატოვების შესახებ განცხადება  მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ და ბესელია–ფოფხაძე–გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას არაკონსტიტუციური უწოდა. მმართველი გუნდის განცხადებით,  წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყნის განახლებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელშიც წერია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. ახალ ამბებს გაეცანით  „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.