საქართველოს სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული სფეროა.მის განვითარებაზე გამოიყოფა დიდი სახსრები და ფერმერთა მხარდასაჭერად ხორციელდება მრავალი პროგრამა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების დახმარების ერთდროულად ორ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით. რაც შეეხება პროგრამას „დანერგე მომავალი", ითვალისწინებს ფერმერების მხრიდან ბაღების განახლებისა და გაშენებისთვის ნერგების შესყიდვას სახელმწიფოს მიერ ასპროცენტიანი დაფინანსებით. ფერმერების დახმარების კიდევ ერთი პროგრამაა „ახალგაზრდა მეწარმე". მისი მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სოფლებში ცხოვრებითა და დასაქმებით. სოფლის მეურნეობის სიახლეების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით  „Sputnik საქართველოს“  ვებგვერდზე.