საქართველოს რეგიონები

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის რეგიონების განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. საქართველოს მთავრობა რეგიონებში, როგორიცაა აჭარა, გურია, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ა.შ.,  ცდილობს ტურიზმი განავითაროს, რისთვისაც ცდილობს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს.  ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა, რომლის მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი. საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“  ვებ-გვერდზე.