19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. იგი მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა. მოწმეების მტკიცებით, გიორგიმ კონფლიქტის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.