8 წლის გოგონას საზარელი მკვლელობა გორში

უბედური შემთხვევა გორში 25 ოქტომბერს მოხდა. ნაშუადღევს გაუჩინარებული გოგონას ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირას ადგილობრივ ბაზართან იპოვეს, რომელიც მსხვერპლის საცხოვრებელი სახლიდან 50 მეტრში მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა.