მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის

ქართული მედიასივრცე ძალიან მწირია ყვავილებისა და ზოგადად მებაღეობის შესახებ კვალიფიციური ინფორმაციით. რუბრიკაში „მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის“, კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, შემოგთავაზებთ სტატიებს ბაღების გაშენების პრინციპებზე, სხვადასხვა მცენარეებზე - ხეებზე, ბუჩქებსა და ყვავილებზე, მათი დარგვის, მოვლისა და გამრავლების წესებზე. ასევე ინფორმაციებს საქართველოსა და მსოფლიოს ბაღებზე, მათ შემქმნელებსა და იმ განსაკუთრებულ თვისებებზე რაც ამ ბაღებს სხვებისაგან გამოარჩევს. ბაღების გაშენებისა და მოვლის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik-საქართველოს” ვებგვერდზე.