ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კვირას, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მანამდე, 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, იგი  „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა მიერ გამართულ აქციაზე სასტიკად სცემეს. ჟურნალისტის გარდაცვალებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიციამ ხელისუფლება 5 ივლისის მოვლენებში უმოქმედობაში დაადანაშაულა და პარლამენტის შენობის წინ აქციების დაწყება გამოაცხადა.