მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განცხადება შაბათს, 2 აპრილს გააკეთეს: კერძოდ, ბაქოში, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან შეიარაღებული შეტევის დაწყების შესახებ გაკეთდა განცხადება. რაც შეეხება სომხეთის თავდაცვის უწყებას, ერევანი აზერბაიჯანული მხრიდან საომარი „მოქმედებების“ დაწყების თაობაზე საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ორივე მხარეს არიან დაღუპულები.