ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვრის ღამეს აშშ-მ სარაკეტო იერიში მიიტანა ბაღდადის აეროპორტზე, რომლის შედეგად დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცქვედანაყოფის მეთაური, გენერალი ქასემ სულეიმანი. ირანმა საპასუხოდ ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც აშშ-ის არმიის სამხედრო კონტინგენტი იმყოფებოდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა.