საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცახდება ოთხშაბათს, 23 დეკემბერს გააკეთა. პრემიერის წასვლასთან ერთად, გადაყენებულად ითვლება მთელი მთავრობა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელშია მოქცეული ქვეყნის მართვის ყველა სადავე, ხოლო პრეზიდენტი მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს და მედიატორია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. კონსტიტუციის ეს ნორმა 2013 წელს ამოქმედდა, მანამდე საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო.