ეს უცნაური რუსეთი

რუსეთი სახელმწიფო ევროპის აღმოსავლეთ და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ესაზღვრება ჩრდილოეთ-ყინულოვანი ოკეანე, ბალტიის ზღვა, შავი და აზოვის ზღვები. ქვეყნის  სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. მისი ფართობი შეადგენს 17 075 400 კმ²-ს.  იგი ესაზღვრება 14 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს. რუსეთის დედაქალაქია  მოსკოვი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა.  რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკაში და  დიდ როლს ასრულებს მსოფლიო ასპარეზზე კულტურულ, ეკონომიკურ, სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ახალი ამბები წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.