პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები

საქართველოში არჩევნები ჩატარდა, თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღალია. პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კვალდაკვალ უარი განაცხადეს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის მანდატებზე. თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.